გორში 136 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს, რომელიც წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ არის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გვიან ღამით უკანონოდ შეაღწია გორში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში.
გამოძიების მიხედვით, ის მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 136 ათასი ლარის ღირებულების 46-ს ერთულ „აიფონის“ მობილურ ტელეფონსა და სხვა ელექტრომოწყობილობებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.