ზაქრო გვიშიანი - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებთან ერთად ვითხოვთ მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას - Palitra News

ზაქრო გვიშიანი - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებთან ერთად ვითხოვთ მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას

2026-04-22 13:11:22+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები კვლავ პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. მათ ამ მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან ზედიზედ მე-2 ღამე გაათენეს - მძიმე დაავადების მქონე ბავშვების ოჯახის წევრები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას კვლავ ელიან. თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ მოთხოვნილი პრეპარატი ევროპაში ავტორიზებული არ არის და მისი ეფექტიანობა დადასტურებული არაა. მშობლები კი აღნიშნავენ, რომ საუბარი მხოლოდ ერთ წამალზე არ უნდა შემოიფარგლოს - ისინი დამატებით რამდენიმე მედიკამენტის დაფინანსებასაც ითხოვენ.