განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს.
პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
ამოღებულ ნივთმტკიცებებს შორის იყო „მეთადონი“, „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, 5 ძირი „კანაფი“ და დაახლოებით 5 კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
დაკავებულებს შორის იდენტიფიცირებულია პირიც, რომლის მხილების მიზნით სამართალდამცველებმა მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.