თაზო დათუნაშვილი - ვერც შსს-ში და ვერც სუს-ში ვერ ახერხებს ივანიშვილი სიტუაციის სტაბილიზაციას, 2 წელიწადში სუს-ის სამი უფროსი გამოცვალა, ერთი დაიჭირა, მეორე სადღაც რეზერვში გაუშვა და მესამეს მოგონილ თანამდებობაზე ნიშნავს - Palitra News

თაზო დათუნაშვილი - ვერც შსს-ში და ვერც სუს-ში ვერ ახერხებს ივანიშვილი სიტუაციის სტაბილიზაციას, 2 წელიწადში სუს-ის სამი უფროსი გამოცვალა, ერთი დაიჭირა, მეორე სადღაც რეზერვში გაუშვა და მესამეს მოგონილ თანამდებობაზე ნიშნავს

2026-04-22 15:56:53+04:00

რას ემსახურება საკადრო ცვლილებები სამთავრობო უწყებებში და შესაძლებელია თუ არა დღის წესრიგში დადგეს პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან ირაკლი კობახიძის ცვლილებაც? ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ სუს-ის უფროსის თანამდებობიდან მამუკა მდინარაძის სრულიად ახალ პოსტზე დანიშნით ბიძინა ივანიშვილი ამჯერად ირაკლი კობახიძის კადრებს იშორებს და შესაძლებელია მთავრობის მეთაურად უახლოეს მომავალში მის ნაცვლად სრულიად სხვა ფიგურა ვიხილოთ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებით, საკადრო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის მიერ ძალაუფლების გახანგძლივებას ემსახურება, ქართული ოცნება კი ირწმუნება, რომ ცვლილებებებით სახელმწიფო ინსტიტუციების კიდევ უფრო გაძლიერდება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.