ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს - Palitra News

ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს

2026-04-22 16:05:02+04:00

ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა კომისიაში რუსეთის მიმართ ირანის მხარდაჭერის საკითხზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა. მისი თქმით, „ირანი და რუსეთი განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართულები საქართველოში“.