მიხეილ სააკაშვილი - როგორ მოხდა, რომ „ოპოზიციის ალიანსმა“ განცხადება არ გააკეთა რეალურ პრობლემებზე, სამაგიეროდ იცლის ჩემს გასაკრიტიკებლად - მეგობრებო, გაასწორეთ სამიზნე, დროა, გავთავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი - როგორ მოხდა, რომ „ოპოზიციის ალიანსმა“ განცხადება არ გააკეთა რეალურ პრობლემებზე, სამაგიეროდ იცლის ჩემს გასაკრიტიკებლად - მეგობრებო, გაასწორეთ სამიზნე, დროა, გავთავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან

2026-04-22 16:07:53+04:00

„როგორ მოხდა, რომ „ოპოზიციის ალიანსმა“ განცხადება არ გააკეთა რეალურ პრობლემებზე, სამაგიეროდ იცლის ჩემს გასაკრიტიკებლად - გაასწორეთ სამიზნე, დროა, გავთავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან - ასე მიმართავს მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენლებს, რომელბმაც სააკაშვილის მანამდე გავრცელებული კრიტიკული განცხადება პერსონალურ თავდასხმად შეაფასეს და განმარტეს, რომ არცერთ პარტიას აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად. ექსპრეზიდენტისა და ოპოზიციური ალისნსის კამათი ხელისუფლების წარმომადგენლებს ყურადღები მიღრმა არ დარჩენიათ. ქართული ოცნების წევრების მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილის გარეშე ალიანსი არ არსებობს, თუმცა ცდილობენ, შექმნან ილუზია, თითქოს წარსულს ემიჯებიან.