აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ვადის გაგრძელებას დათანხმდა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს ამ ნაბიჯისთვის მადლობა გადაუხადა და განმარტა,რომ პაკისტანი გააგრძელებს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარების ძალისხმევას. ირანის მხარე კი აცხადებს,რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაფერს ნიშნავს. საერთაშორისო მედია აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებს უკავშირებს ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის პაკისტანში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებას. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯეი დი ვენსი ირანელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გასამართად პაკისტანში ჩავიდოდა.ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 22 აპრილს იწურებოდა და აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ვადის გახანგრძლივებას არ გეგმავდა. ამ ფონზე კი - ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელი მზადაა ბრძოლა ყველა ფრონტზე დაუყოვნებლივ განაახლოს. "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით კი, რეგიონში დარჩენილ „მტრის აქტივებს“ მათთვის წარმოუდგენელ დარტყმებს მიაყენებს.