ევროკავშირი ვენეციის ბიენალეს დაფინანსებას შეუმცირებს გამოფენაზე რუსეთის დაბრუნების გამო - Palitra News

ევროკავშირი ვენეციის ბიენალეს დაფინანსებას შეუმცირებს გამოფენაზე რუსეთის დაბრუნების გამო

2026-04-22 16:20:21+04:00

ევროკავშირი ვენეციის ბიენალეს დაფინანსებას შეუმცირებს გამოფენაზე რუსეთის დაბრუნების გამო. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ევროკავშირის მიერ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ხელოვნების გამოფენაზე რუსი მხატვრები ხელახლა იქნებიან დაშვებული რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. 2026 წლის ბიენალე 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება, სადაც რუსეთის პავილიონიც იქნება წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, ვენეციის ბიენალეს სამი წლის განმავლობაში ევროკავშირისგან უნდა მიეღო დაახლოებით ორი მილიონი ევრო. სწორედ ამ თანხების შემცირებაზე განაცხადა კალასმა, თუმცა უცნობია, ახლა რა თანხაზეა საუბარი. თავის მხრივ, ბიენალეს ორგანიზატორები ვერ ხედავენ პრობლემას რუსეთის დაბრუნებაში და აცხადებენ, რომ ფორუმი დიალოგის სივრცედ რჩება, სადაც ხელოვნება პოლიტიკისგან გამიჯნულია.