მივესალმები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას. ევროპა წარმატებას მიაღწევს, როდესაც ერთიანია, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროპა მტკიცედ დგას უკრაინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით.
ლიეტუვის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმების მიღწევასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპა გააგრძელებს აგრესორზე ზეწოლის გაძლიერებას და ევროპა გააგრძელებს აგრესორზე ზეწოლის გაძლიერებას.
„დღეს კარგი ამბების დღეა. ვულოცავ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმების მიღწევას. ევროპა გააგრძელებს აგრესორზე ზეწოლის გაძლიერებას. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ყველა საჭირო საშუალებით. ეს არის ბრძოლა, რომელიც ყველას გვეხება“, - წერს პრეზიდენტი ნაუსედა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს.