ევროპის საბჭოს დღის წესრიგში საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხი კვლავ აქტიურად რჩება. მაიკლ ო’ფლაერტი-მ სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ანგარიში წარუდგინა. ფლაერტმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას იმ პირთა გათავისუფლებაზე, რომლებიც, მისი შეფასებით, ციხეში არ უნდა იმყოფებოდნენ. კომისარი ბოლო პერიოდში ორჯერ იმყოფებოდა თბილისში, სადაც ქვეყანაში არსებულ ვითარებას გაეცნო და ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილა. საქართველოში აღნიშნულ განცხადებებს პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მსგავსი გზავნილები ადასტურებს ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების არსებობის შესახებ.ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები აქციების დროს დაკავებული პირების გასათავისუფლებლად.