ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს “ნეტგაზეთისა“ და „ბათმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავს - Palitra News

ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს “ნეტგაზეთისა“ და „ბათმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავს

2026-04-23 09:32:02+04:00

ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს “ნეტგაზეთისა“ და „ბათმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავს. პროცესი 15:00 საათზე არის ჩანიშნული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საქმე ეხება სტიკერის გაკვრას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე და ამ შემთხვევაში დავის საგანი იქნება არა ის, ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა ღობეზე სტიკერის გაკვრით, არამედ ის თუ, რამდენად კანონიერად დააკავეს მზია ამაღლობელი. კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, რომ „მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის“ წარმოებაში მიღებაზე უარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2025 წელს თქვა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს საქმე დაუბრუნა და მისი განხილვა დაავალა. სწორედ აღნიშნული საქმის განხილვა დაიწყება 23 აპრილს. „მოსამართლემ უნდა დაასაბუთოს, რატომ იყო კანონიერი დაკავება“ - აღნიშნა მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ნინო ხუციშვილმა გამოცემასთან.