უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. განჟას თქმით, თავდასხმამ ქალაქის სხვადასხვა უბანში ხანძარი გამოიწვია, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები. მოგვიანებით, განჟამ განაცხადა, რომ რუსებმა დნიპროში მაღალსართულიან შენობას დაარტყეს და რამდენიმე ბინაში ხანძარი გაჩნდა. მაშველები ამ დრომდე ერთ ადამიანს ეძებენ. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ირანში ომის დასრულებას ვერ დაელოდება.ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ირანში მიმდინარე ომმა საერთაშორისო ყურადღება დროებით გადაიტანა რუსეთის აგრესიიდან, თუმცა უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები ვერ გადაიდება იქამდე, ვიდრე ირანის კონფლიქტი დასრულდება. მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან ტექნიკური მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობას ვერ ხედავს.