თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების: პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 4 პირის - საქმე დასკვნით ეტაპზეა. სასამართლოში ბრალდებულების ადვოკატები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. სხდომას ირაკლი შაიშმელაშვილის გარდა ესწრება ყველა ბრალდებული, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება და მასზე ძებნაა გამოცხადებული. სხდომას ეკა ლემონჯავა აშუქებს.