სამთავრობო ცვლილებებმა გააჩნა ეჭვი, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გუნდში ირაკლი კობახიძესაც გამოეშვიდობოს. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ყოფილი მაღალჩინოსნების ირაკლი ღარიბაშვილისა თუ გრიგოლ ლილუაშვილის მსგავსად საბრალდებლო სკამზე ვიხილოთ. ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძე აახლა არაფორმალური მმართველის ფასადია, რომელსაც სულ უფრო მინიმალური რესურსი რჩება წინააღმდეგობის გასაწევად. ოპონენტებს ამგვარ ეჭვებს უმყარებს მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსის პოსტიდან სრულიად ახალ, ქართულ პრაქტიკაში აქამდე არარსებულ თანამდებობაზე გადაყვანა, რაც ოპოზიციის შეფასებით, ირაკლი კობახიძის გუნდის წევრის ჩამოშორებას და მამუკა მდინარაძის ფაქტაობრივად თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებას ნიშნავს. არადა თავად მდინარაძე აცხადებს, რომ ცვლილება თითქმის რვა თვის წინ იყო დაგეგმილი, მან წინასწარ იცოდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დროებით უხელმძღვანელებდა, გარკვეული დროის შემდეგ კი ახალ თანამდებობაზე სამართალდამცველ უწყებებს შორის კოორდინატორის ფუნქციას შეასრულებდა.