"ოპოზიციური ალიანსი" და მიხეილ სააკაშვილი კვლავ ერთმანეთს უპირისპირდებიან. ექსპრეზიდენტი ოპოზიციურ ალიანს სამოქმედო გეგმას უწუნებს და აცხადებს, რომ შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება, სააკაშვილი წერს, რომ ქუჩა ბრძოლის აუცილებელი ელემენტია, მაგრამ პოლიტიკის გარეშე ძალიან გაძნელდება. მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს წინასწარ გაკვალული ტრაექტორიით ერთი და იგივე წრეზე სიარული. "ოპოზიციურმა ალიანსმა" სააკაშვილის კრიტიკა პერსონალურ თავდასხმად შეაფასა. შესაძლოა "ალიანსი" "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვოს, რადგან პარტიაში აცხადებენ, რომ ვერასდროს იქნებიანი ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს.