შესაძლოა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარონ - ყოველ შემთხვევაში დაბარების აუცილებლობაზე "ქართული ოცნებაში" საუბრობენ მას შემდეგ რაც პაველ ჰერჩნსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სიტყვის გამოსვლისას განაცხადამ რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“. უმრავლესობის წევრების განცხადებით, ბრალდებები უსაფუძვლოა და კონკრეტული ევროპელი ლიდერები საქართველოს მუქარისა და შანტაჟის ტონით ესაუბრებიან.