მხოლოდ ამ წლის მარტში, თბილისში 4 031 ბინა გაიყიდა, რაც წლის ჭრილში 32%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და დიდი მასშტაბის სამშენებლო პროექტების დასრულებით არის გამოწვეული - Palitra News

მხოლოდ ამ წლის მარტში, თბილისში 4 031 ბინა გაიყიდა, რაც წლის ჭრილში 32%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და დიდი მასშტაბის სამშენებლო პროექტების დასრულებით არის გამოწვეული

2026-04-23 14:07:01+04:00

მხოლოდ ამ წლის მარტში, თბილისში 4 031 ბინა გაიყიდა, რაც წლის ჭრილში 32%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და დიდი მასშტაბის სამშენებლო პროექტების დასრულებით არის გამოწვეული. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვიდან ვიგებთ. ამასთან, მარტში საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 341 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება გასაყიდ ფასს კატეგორიების მიხედვით. ლუქს კლასის ბინების შემთხვევაში კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასი 4 169 დოლარის ფარგლებში იყო; პრემიუმ პლიუსი - 2 869 დოლარი; პრემიუმი - 2 126 დოლარი; კომფორტი - 1 465 დოლარი; ეკონომ პლიუსი - 1 092 დოლარი; ხოლო ეკონომი - 803 დოლარი. რაც შეეხება, გასაქირავებელ ფასს, მაჩვენებელი კვ.მ-ზე 10 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდა, რაც წლიურად 5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.„უძრავი ქონების ამონაგები 8.1%-ზე შენარჩუნდა, რაც 0.9 პროცენტული პუნქტით დაბალი მაჩვენებელია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში. ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2026 წლის მარტში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 352 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან 33%-ით მეტია.