დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო “ნეტგაზეთისა“ და „ბათმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავს. პროცესი წუთი წუთზე უნდა დაიწყოს. გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, დავის საგანი იქნება არა ის, ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა ღობეზე სტიკერის გაკვრით, არამედ ის თუ, რამდენად კანონიერად დააკავეს ჟურნალისტი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2025 წელს თქვა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს საქმე დაუბრუნა და მისი განხილვა დაავალა.