გახდება თუ არა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, დიპლომატის საელჩოში დაბარების საფუძველი?! - მმართველმა გუნდმა ჰერჩინსკის გზავნილები მუქარად აღიქვა და განაცხადეს, რომ დიპლომატის რიტორიკა, არა მეგობრულ ტონს, არამედ, საქართველოზე ზეწოლის მცდელობას ჰგავდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებას ურჩევენ, განმარტებებისთვის არა ევროკავშირის ელჩი, არამედ, ირანის წარმომადგენელი დაიბარონ. განხილვის საგანი გახდა ჰერჩინსკის ის განცხადება, რომელშიც დიპლომატი ამბობს, რომ არ უნდა დაუშვან, ქართველი ხალხი სიღარიბისა და გაჭირვების ბნელ დროში დაბრუნდეს.