საკადრო ცვლილებები კვლავ პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ახალი თანამდებობის შემოღება და მინისტრთა კაბინეტში სიახლეები, მხოლოდ საკადრო ცვლილებები არ არის, ფიქრობენ რომ გადაწყვეტილების უკან - უფრო მეტი - კერძოდ, გუნდში კრიზისი დგას. არ გამორიცხავენ, უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრიც შეცვალოს. მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზეზი მარტივია და საკითხის უკან, სხვა ფაქტორები არ დგას. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინაცია მნიშვნელოვანია, ახალი თანამდებობის შემოღება კი მას, პროცესზე დაკვირვებას გაუმარტივებს.