დღეს, წიგნის ჩუქების დღეს თბილისის წიგნის ბაზრობა გაიხსნა და 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება - Palitra News

დღეს, წიგნის ჩუქების დღეს თბილისის წიგნის ბაზრობა გაიხსნა და 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება

2026-04-23 21:09:29+04:00

დღეს, წიგნის ჩუქების დღეს თბილისის წიგნის ბაზრობა გაიხსნა და 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიება ტრადიციულად „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში იმართება და წელსაც ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული მოვლენაა.ბაზრობაში აქტიურად მონაწილეობს ბიბლუსი, რომელმაც მკითხველებს მრავალფეროვანი პროგრამა და სპეციალური შეთავაზებები წარუდგინა. გახსნის დღეს განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია „ვეფხისტყაოსნის“ ორი უნიკალური გამოცემის გამოფენამ - სამზითვო და 21-ე საუკუნის ხელნაწერმა ვერსიებმა, რომლებიც ილია II-ის ინიციატივით გამოიცა.„ბიბლუსის“ სივრცეში წარმოდგენილია 1100-მდე დასახელების სპეციალურად შერჩეული წიგნი და აქსესუარები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების ახალი კრებულის პრეზენტაცია. ამავდროულად, საბავშვო სივრცეში პატარა მკითხველებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობა, მათ შორის სანიშნეების ვორქშოფი გაიმართება.სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ „ბიბლუსისა“ და თიბისი ბანკის ერთობლივი შეთავაზებით - VISA ან Mastercard-ის მოსწავლის ბარათით, ან თიბისის ახალი ბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის 20%-ის დაბრუნებით.ბაზრობის განმავლობაში სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ მათთვის სასურველ გამოცემებს და წიგნები სპეციალურ ფასად შეიძინონ.