თბილისის წიგნის ბაზრობა „ექსპო ჯორჯიაში“ უკვე გაიხსნა. „ბიბლუსმა“ მე-11 პავილიონში მისულ სტუმრებს „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემები - სამზითვო „ვეფხისტყაოსანი“ და 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ - წარუდგინა.
„ბიბლუსი“ მკითხველებს ტრადიციულად სპეციალური შეთავაზებებით მასპინძლობს - თიბისის Visa ან Mastercard-ის მოსწავლის ბარათით, ასევე თიბისის ახალი ბარათით გადახდის შემთხვევაში, ისინი თანხის 20%-ს დაიბრუნებენ.
წიგნის ბაზრობის ფარგლებში ასევე დაგეგმილია წიგნის პრეზენტაციები, ვორქშოფები და მრავალფეროვანი აქტივობები. თბილისის წიგნის ბაზრობა წელს 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.