მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებები ოპოზიციისთვის „ქართული ოცნების“ შიგნით, კრიზისის მაჩვენებელია. მათივე განცხადებით, არ არის გამორიცხული, დღის წესრიგში უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრის შეცვლაც დადგეს. მმართველ გუნდში კი შეფასებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ცვლილებები პრაქტიკული საჭიროებით არის განპირობებული. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი პოზიციები უწყებებს შორის კოორდინაციას გააძლიერებს და მართვას უფრო ეფექტიანს გახდის. ბრალდებების უარყოფის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ქართული ოცნება სტაბილურობის შენარჩუნებას ვერ ახერხებს და უსაფრთხოების სისტემაშიც სერიოზული გამოწვევები არსებობს.