რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს. ლისაკის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი საცხოვრებელი შენობა, ასევე ერთი არასაცხოვრებელი შენობა დაზიანდა. დაშავებულების შესახებ მონაცემები ზუსტდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი.