დაიბარებენ თუ არა ევროკავშირის ელჩს - მოლოდინები ხელისუფლებასა და ოპოზიციაში - Palitra News

დაიბარებენ თუ არა ევროკავშირის ელჩს - მოლოდინები ხელისუფლებასა და ოპოზიციაში

2026-04-24 12:20:38+04:00

პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომ მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება, „ქართული ოცნების“ წევრების გაღიზიანება მოჰყვა. ევროკავშირის ელჩის საპასუხოდ, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება მიზანშეწონილია.

პრემიერ-მინისტრმა პაველ ჰერჩინსკის განცხადებას მუქარა უწოდა და აღნიშნა, რომ ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ელჩის დაბარება პოლიტიკური შეცდომა იქნება, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს.

დაიბარებენ თუ არა დიპლომატს საგარეო სამინისტროში?