დატოვებს თუ არა "ალიანსს" "ნაციონალური მოძრაობა" - დაპირისპირება ოპოზიციაში - Palitra News

დატოვებს თუ არა "ალიანსს" "ნაციონალური მოძრაობა" - დაპირისპირება ოპოზიციაში

2026-04-24 12:35:34+04:00

განხეთქილება თუ სამუშაო კამათი?! - ის, რაც მიხეილ სააკაშვილის გზავნილებში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სარეკომენდაციო ხასიათის შეფასებები აღმოჩნდა, ოპოზიციური ალიანსის უმრავლესი ნაწილისთვის კონფრონტაციულია.

ექსპრეზიდენტი ოპოზიციას ერთი და იგივე წრეზე სიარულის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და სამოქმედო გეგმის შეცდომებზე წერს. სააკაშვილის თქმით, გასაკვირია, რომ ალიანსი, რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, მისი კრიტიკითაა დაკავებული.

ლიდერის კრიტიკა მიუღებელია მთელი გუნდისთვის, თუმცა ნაწილისთვის ეს საკმარისი მიზეზია, ალიანსი დატოვონ; მეორე ნაწილი, პოლიტიკური პლურალიზმის იდეიდან გამომდინარე, განსხვავებული მოსაზრებების გამო გაერთიანებიდან გამოსვლას კატეგორიულად გამორიცხავს.

საპასუხოდ, 8 ოპოზიციური ძალა „ნაციონალურ მოძრაობას“ იმ პრინციპებს ახსენებს, რაზე ხელმოწერითაც დოკუმენტის იდეების ერთგულება დაადასტურეს.

აზრთა სხვადასხვაობა ალიანსში და გაერთიანების გეგმები.

დატოვებს თუ არა "ალიანსს" "ნაციონალური მოძრაობა" - დაპირისპირება ოპოზიციაში