მესამე ხელმძღვანელი ერთ წელში - პარლამენტი სუს-ის ახალ ხელმძღვანელს აირჩევს - Palitra News

მესამე ხელმძღვანელი ერთ წელში - პარლამენტი სუს-ის ახალ ხელმძღვანელს აირჩევს

2026-04-24 12:22:16+04:00

საქართველოს პარლამენტს ერთ წელში უკვე მესამე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არჩევა უწევს. მცირე დროის შემდეგ, თუმცა, ბევრი წოდებით, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

საკანონმდებლო ორგანო, საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე, სუს-ის უფროსის დამტკიცებასა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ მომდევნო კვირაში იმსჯელებს.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებული მდინარაძე გუნდს გააძლიერებს, მისი მუშაობა კი კვლავ ეფექტიანი იქნება. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ცვლილებები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ სტაბილურობის შენარჩუნებას ვერ ახერხებს და უსაფრთხოების სისტემაშიც სერიოზული გამოწვევები არსებობს.