ფეხბურთი | მექვაბიშვილის ჩაწოდება ფინალის საგზურის მომტანი აღმოჩნდა - Palitra News

ფეხბურთი | მექვაბიშვილის ჩაწოდება ფინალის საგზურის მომტანი აღმოჩნდა

2026-04-24 12:38:38+04:00

რუმინეთის თასის ნახევარფინალში ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ ბუქარესტის „დინამოს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა დრამატულ შეხვედრაში, თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგო და ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა — 0:0. დამატებული პირველი ტაიმის ბოლო „დინამომ“ ანგარიში გახსნა და 105-ე წუთზე კენედი ბოატენგის გოლით დაწინაურდა. „კრაიოვამ“ 119-ე წუთზე გაათანაბრა და საგოლე შეტევაში მონაწილეობა მექვაბიშვილმაც მიიღო.

24 წლის ნახევარმცველმა პრე-ასისტი მიითვალა. ანზორმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, რის შემდეგაც კარლოს მორამ ადრიან რუსს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ქართველ ფეხბურთელს პენალტი არ დაურტყამს, მისმა გუნდმა კი თერთმეტმეტრიანების სერია 4:1 მოიგო.

ცნობისთვის, „კრაიოვა“ რუმინეთის თასის ფინალში „კლუჟს“ დაუპირისპირდება. ამ გუნდების შეხვედრა 13 მაისს გაიმართება.