თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო დავის განხილვა შეწყვიტა - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო დავის განხილვა შეწყვიტა

2026-04-24 14:23:36+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის სამოქალაქო დავის განხილვა შეწყვიტა.

მზია ამაღლობელი სასამართლოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძეს უჩიოდა, საჯარო განცხადების დროს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და პატივისა და ღირსების შელახვის გამო.

მზია ამაღლობელი სასამართლოსგან მოითხოვდა, რომ

ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომლებიც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გააკეთა, ცილისმწამებლურად შეფასებულიყო.

პროცესს ესწრებოდა მზია ამაღლობელი, თუმცა მოპასუხე მხარე- ირაკლი კობახიძე პროცესს არ დასწრებია, არც მისი წარმომადგენელი.