საქართველოს პარლამენტს 1 წელში, მესამე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არჩევა უწევს - როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

საქართველოს პარლამენტს 1 წელში, მესამე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არჩევა უწევს - როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2026-04-24 15:50:52+04:00

საქართველოს პარლამენტს 1 წელში, უკვე მესამე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არჩევა უწევს. მცირე დროის შემდეგ, თუმცა ბევრი წოდებით მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. საკანონმდებლო ორგანო საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე, სუს-ის უფროსის დამტკიცებასა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ, მომდევნო კვირაში იმსჯელებს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებული მდინარაძე გუნდს გააძლიერებს, მისი მუშაობა კი - კვლავ ეფექტიანი იქნება. ხელისუფლების ოპონენტებისთვის, ცვლილებები აჩვენებს, რომ "ქართული ოცნება" სტაბილურობის შენარჩუნებას ვერ ახერხებს და უსაფრთხოების სისტემაშიც სერიოზული გამოწვევები არსებობს.

საქართველოს პარლამენტს 1 წელში, მესამე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არჩევა უწევს - როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში