დაიბარებენ თუ არა დიპლომატს საგარეო სამინისტროში - როგორია მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

დაიბარებენ თუ არა დიპლომატს საგარეო სამინისტროში - როგორია მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში

2026-04-24 15:55:04+04:00

პოლიტიკური დემარში და ღია მუქარა - ასეთია მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასება, ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე. გაღიზიანება პაველ ჰერჩინსკის იმ განცხადებას, მოჰყვა, რომლის თანახმად, მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ევროკავშირის ელჩის საპასუხოდ, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება მიზანშეწონილია. ოპოზიციაში კი ამბობენ, ელჩის დაბარება პოლიტიკური შეცდომა იქნება, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს. დაიბარებენ თუ არა დიპლომატს საგარეო სამინისტროში?!