"ოპოზიციის ალიანსი" საქართველოში დიდი ბრიტანეთს ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა. როგორც ცნობილია, ალიანსმა დიპლომატს საკუთარი გეგმები გააცნო. წევრი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა იმ მუშაობის ნაწილია, რასაც ოპოზიცია ეწევა. სამუშაო შეხვედრებთან ერთად, კვლავ განხილვის საგანია აზრთასხვადასხვაობა, რომელიც სააკაშვილის გზავნილებმა გამოიწვია. "ნაციონალური მოძრაობისთვის" მათი ლიდერის კრიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა. "ალიანსი" კი წევრ პოლიტიკურ ჯგუფებს, იმ პრინციპებს ახსენებს, რომლებზეც ხელი მოაწერეს. ექსპრეზიდენტი ოპოზიციას ერთი და იგივე წრეზე სიარულის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და სამოქმედო გეგმის შეცდომებზე წერს. სააკაშვილის თქმით, გასაკვირია, რომ "ალიანსი" რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, მისი კრიტიკითაა დაკავებული.
"ოპოზიციის ალიანსი" საქართველოში დიდი ბრიტანეთს ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა - რა საკითხები იქნა განხილული შეხვედრაზე