დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტს და მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ - Palitra News

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტს და მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ

2026-04-24 16:05:27+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტს და მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციები კვლავ გრძელდება. მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ მედიკამენტი, რომლის შემოტანასაც ისინი ითხოვენ საგრძნობლად შეანელებს დაავადების პროგრესირებას. საკითხზე განცხადებას აკეთებს ოპოზიციური ალიანსიც. წევრი პოლიტიკოსების თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, თუ რამდენად მოშლილი და დეჰუმანიზებულია სახელმწიფო ინსტიტუცია, რომლის უმთავრეს მოვალეობას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა, წარმოადგენს.