ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ 193 მებრძოლი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„193 უკრაინელი მებრძოლი ბრუნდება სახლში ტყვეთა გაცვლის შედეგად. სამხედროები შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, სასაზღვრო დაცვის სამსახურიდან, ეროვნული პოლიციიდან, და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურიდან. ისინი სხვადასხვა ფრონტზე იცავდნენ უკრაინას. მათ შორის არიან ისინი, ვის წინააღმდეგაც რუსეთმა სისხლის სამართლის პროცედურები დაიწყო, და დაჭრილები.
მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გაცვლები ხდება და ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება,” - წერს ზელენსკი.