ბრიუსელიდან საქართველოში დაბრუნდების შემდეგ ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან. დიპლომატმა განმარტებები უნდა გააკეთოს იმ გაცხადებებზე, რომელიც ქართული ოცნების კრიტიკას შეეხებოდა. კერძოს, ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში განაცხადა, რომ მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბნელ წარსულს, სამოქალაქო ომსა და სიღარიბეს დაუბრუნდება. . ქართულმა ოცნებამ ეს განცხადება მუქარად და შანტაჟად შეაფასა. პაველ ჰერჩნსკის კრიტიკა არ უკვირს ოპოზიციას, მათი თქმით, დიპლომატის განცხადებები ბუნებრივი და ლოგიკრია.