რა გადაწყვეტილება მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო ქართული ოცნების სარჩელის თაობაზე, რომელიც 4 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ეხება- პარტია ფედერალისტებში, რომელიც სარჩელის დაკორექტირების საფუძველი გახდა, აცხადებენ, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაფერს ცვლის, ბრძოლას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და რომ საკონსტიტუციო სარჩელში მათი დამატება, რეიტინგის მატებამ განაპირობა. ოპოზიციის შეფასებით, ქართულმა ოცნებამ 7 თვის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოში 3 პარტიის ასაკრძალად ვერაფრი გააკეთა, ამიტომ, დროის მოსაგებად ახალი პარტია დაამატა, რაც მათ ხელახალ 9 თვიან ვადას აძლევს. ქართულმა ოცნება საკონსტიტუციო სარჩელით ნაციონალური მოძრაობის, ლელოას, ახალის და ფედერალისტების აკრძალვას ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტი პარტიების აკრძალვა პოლიტიკური სივრცის გასაჯასაღებისთვის აუცილებელია.