რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური იერიშის შემდეგ რუმინეთის ტერიტორიაზე დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა - Palitra News

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური იერიშის შემდეგ რუმინეთის ტერიტორიაზე დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა

2026-04-25 13:32:45+04:00

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური იერიშის შემდეგ რუმინეთის ტერიტორიაზე დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა, - ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით რადარებმა დააფიქსირეს დრონები, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ, შედეგად, საჰაერო სივრცეში დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ორი ავიაგამანადგურებელი, Eurofighter Typhoon-ი განლაგდა.

„Eurofighter Typhoon-ის ტიპის თვითმფრინავებმა სამიზნესთან კონტაქტი რადარზე დააფიქსირეს, რენიდან 1.5 კმ-ში, უკრაინის ტერიტორიის თავზე. პილოტებს დრონების მიმართულებით ცეცხლის გახსნის უფლება მიეცათ“, - ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ გალაცის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობა დაზიანდა.