სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან და მეუფეებთან ერთად, წირვა და პანაშვილი აღავლინა - Palitra News

სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან და მეუფეებთან ერთად, წირვა და პანაშვილი აღავლინა

2026-04-25 15:34:35+04:00

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა - სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან და მეუფეებთან ერთად, წირვა და პანაშვილი აღავლინა. ადგილზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები მივიდნენ. „იმ უჩვეულო, სიდიადით აღვსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა მოწიწებაც, სიყვარულიც და სულიერი გამოფხიზლებაც - განაცხადა მეუფე შიომ სიონის ტაძარში ქადაგებისას.