შესაძლოა თუ არა ოპოზიციური ალიანსი ნაციონალურმა  მოძრაობამ დატოვოს - Palitra News

შესაძლოა თუ არა ოპოზიციური ალიანსი ნაციონალურმა  მოძრაობამ დატოვოს

2026-04-25 15:41:45+04:00

შესაძლოა თუ არა ოპოზიციური ალიანსი ნაციონალურმა მოძრაობამ დატოვოს? - მას შემდეგ რაც ექსპრეზიდენტმა 9 ოპოზიციური სუბიექტისგან შემდგარი გაერთიანება გააკრიტიკა და სამომავლო ქმედებებისთვის კონკრეტული მითითებებიც მისცა - ეს ჟესტი ალიანსის რვა წევრმა პერსონალურ თავდასხმად მიიღო და განაცხადა, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს „ცენზურას ვერავინ დაუწესებს და კრიტიკა პირიქით „ოპოზიციის ალიანსს“ მხოლოდ გააძლიერებს“. ოპონენტების შესაძლებლობების არ სჯერათ ქართულ ოცნებაში და აცხადებენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ალიანსი ერთიანობის შენარჩუნებას შეძლებს თუ არა შედეგი იქნება ერთი - არჩევნებამდე მარტივ მამრავლებად დაშლა.