პროკურატურა - ლაზარე გრიგორიადისი ღამის ბარის შესასვლელთან, მისი ტერიტორიიდან გაყვანით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, დანის დემონსტრირებით, ბარის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - მას ბრალი წარედგინა - Palitra News

პროკურატურა - ლაზარე გრიგორიადისი ღამის ბარის შესასვლელთან, მისი ტერიტორიიდან გაყვანით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, დანის დემონსტრირებით, ბარის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - მას ბრალი წარედგინა

2026-04-25 17:30:48+04:00

საქართველოს პროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აპრილს, თბილისში, ღამის ბარ „მეტეორის“ შესასვლელთან, ბრალდებულმა, მისი ტერიტორიიდან გაყვანით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, დანის დემონსტრირებით, ბარის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.