ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპაში გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ვითარებას მივაღწიეთ, როდესაც ევროკავშირი გვჭირდება და ევროკავშირს ნამდვილად სჭირდება უკრაინა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპაში გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ვითარებას მივაღწიეთ, როდესაც ევროკავშირი გვჭირდება და ევროკავშირს ნამდვილად სჭირდება უკრაინა

2026-04-25 19:30:52+04:00

ევროპაში გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ვითარებას მივაღწიეთ, როდესაც ევროკავშირი გვჭირდება და ევროკავშირს ნამდვილად სჭირდება უკრაინა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსში ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრები გვქონდა კვიპროსში. მნიშვნელოვანია მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს - სამ ევროპულ ქვეყანას, რომლებმაც PURL ინიციატივაში ახალი წვლილები დააანონსა. ეს არსებითი მნიშვნელობისაა უკრაინისთვის…

ფინანსური დახმარების პაკეტი განიბლოკა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დამტკიცდა. ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია [ევროკავშირში გაწევრიანების] მოლაპარაკების პირველი კლასტერის გახსნა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გეგმის შესაბამისად მივდივართ, წინა ბლოკირებების მიუხედავად. 2026 წელს საუბრები მქონდა პარტნიორებთან კლასტერების გახსნაზე. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალ თვეებში ამის მისაღწევად, ახალი გამოწვევები თუ არ გამოჩნდება.

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ ან სხვა დაჩქარებულ პროცედურებს რაც შეეხება, ევროკავშირში სხვადასხვა აზრებია. ერთი რამ, რაზეც ყველა თანხმდება ისაა, რომ უკრაინამ ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს.

მეორე საერთო პოზიცია იმაშია, რომ უკრაინა სრულად იმსახურებს ამას.

მესამე, ისტორიაში მომენტს მივაღწიეთ, ევროპის გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ვითარებას, როდესაც ევროკავშირი გვჭირდება - და ევროკავშირს ნამდვილად სჭირდება უკრაინა. შესაბამისად, ყველამ უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. არა მხოლოდ უკრაინამ თავის მხრივ, არამედ ევროპულმა ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა დააჩქარონ უკრაინის გაწევრიანება,” - წერს ზელენსკი.