40 დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან - სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან და მეუფეებთან ერთად, წირვა და პანაშვილი აღავლინა. ადგილზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები იმყოფებოდნენ. მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართა: „იმ უჩვეულო, სიდიადით აღვსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა მოწიწებაც, სიყვარულიც და სულიერი გამოფხიზლებაც - განაცხადა მეუფე შიომ სიონის ტაძარში ქადაგებისას.