ოპოზიციური ალიანსი ორთვიანი მობილიზაციის კამპანიის შემდგომ 26 მაისსს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისთვის ემზადება - Palitra News

ოპოზიციური ალიანსი ორთვიანი მობილიზაციის კამპანიის შემდგომ 26 მაისსს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისთვის ემზადება

2026-04-25 20:28:45+04:00

ოპოზიციური ალიანსი ორთვიანი მობილიზაციის კამპანიის შემდგომ 26 მაისსს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ალიანსიის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა გვარამიამ დღევანდელ პოსტში საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა შეკრების შესახებ „26 მაისს ვიქნებით ბევრნი, ვიქნებით სამშობლოსთვის და ერთმანეთისთვის. ერთად, ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ - დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ალიანზე თავდასხმები წარმატების მოლოდინს უჩენს. ბოლო რამდენიმე დღეა ერთმანეთის მიმართ კრიტიკა ოპოზიციური ალიანსის რვა წევრმა და მიხეილ სააკაშვილმა გამოხატეს. ექპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ქუჩაზე ორიენტაცია პრობლემას ვერ მოაგვარებს და ალიანსი მისი კომპლექსისგან უნდა გათავისუფლდეს. დაპირისპირებამ გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა ალიანსი ნაციონალურმა მოძრაობამ დატოვოს. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებას არჩევნებამდე ვერ შეძლებს.