აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე, ვაშინგტონში, სროლის ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა უსაფრთხოების ზონის გარღვევა სცადა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ის ადგილზე დააკავეს. ოფიციალური ცნობებით, დაჭრილია უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი, რომელსაც ტყვია დამცავ ჟილეტში მოხვდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პრეზიდენტი და მაღალი რანგის ოფიციალური პირები უსაფრთხო ადგილას დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. შემთხვევას უკვე მოჰყვა მკაცრი შეფასებები როგორც პოლიტიკური ლიდერების, ისე მედიის წარმომადგენლების მხრიდან — ისინი მომხდარს ამერიკაში მზარდი პოლიტიკური ძალადობის კიდევ ერთ საგანგაშო მაგალითად აფასებენ.