საქართველოს პარლამენტი სამთავრობო ცვლილებების განხილვას იწყებს. 27 აპრილის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მანდატის შეწყვეტაზე იმსჯელებს. დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირაშივე შედგება ამავე თანამდებობაზე გეკა გელაძის კანდიდატურის განხილვაც. რაც შეეხება საქართველოს მთავრობაში ახალი პოსტის - სახელწმიფო მინისტრის შექმნას - ამ საკითხსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში განიხილავს და დააამტკიცებს. სამთავრობო ცვლილებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ დაანონსა. მამუკა მდინარაძე სახელწმიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს, სუსის უფროსი გეკა გელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი კი სულხან თამაზაშვილი გახდება. რაც შეეხება ახალ ვიცე-პრემიერებს - ამ თანამდებობებს მაკა ბოჭორიშვილი და მამუკა მდინარაძე დაიკავებენ.