დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მეექვსე დღეა მთავრობის კანცელარიასთან უწყვეტ აქციებს მართავენ - Palitra News

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მეექვსე დღეა მთავრობის კანცელარიასთან უწყვეტ აქციებს მართავენ

2026-04-27 09:17:43+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მეექვსე დღეა მთავრობის კანცელარიასთან უწყვეტ აქციებს მართავენ. მთავარ მოთხოვნად კვლავ ქვეყანაში დაავადების სამკურნალო პრეპარატების შემოტანა რჩება. ამავედროს მშობლები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე მათ ამ მოთხოვნას პრემიერის აპარატი დადებითად არ პასუხობს. შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და ქუჩაში გამოსულ მშობლებს წამლის შემოტანა ფაქტობრივი უარი უთხრა. მისი თქმით, მსოფლიო მედიცინის მიერ წარმოებული საშუალებები ჯერ უსაფრთხო და ბოლომდე დამტკიცებული არაა. მშობლების თქმით კი მათი ბავშვებისთვის თითოეული წუთი სასიცოცხოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ სახერლწმიფომ პრეპარატების რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიძინოს.