ფარმაცევტულმა კომპანიამ, “გეფამ” და ფრანგულმა დერმატოკოსმეტიკურმა ბრენდმა “ურიაჟმა”პროფესიული საღამო გამართეს. ღონისძიება კანის მოვლის თანამედროვე მიდგომებსა და ინოვაციებს მიეძღვნა. საღამოს მთავარი კონცეფცია - მეცნიერება, რომელიც ქმნის სილამაზის ხელოვნებას - ერთიან სივრცეში მეცნიერებას, დერმატოლოგიასა და ესთეტიკას აერთიანებდა. ღონისძიებაზე აუდიტორიას კანის მოვლის ორი პროდუქტი წარუდგინეს, რომლებიც კანის აღდგენისა და ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების კორექციისთვის გამოიყენება.