დონალდ ტრამპი - თუ ირანს საუბარი სურს, შეუძლიათ ჩვენთან მოვიდნენ ან დაგვირეკონ - უსაფრთხო ხაზები გვაქვს - Palitra News

დონალდ ტრამპი - თუ ირანს საუბარი სურს, შეუძლიათ ჩვენთან მოვიდნენ ან დაგვირეკონ - უსაფრთხო ხაზები გვაქვს

2026-04-27 11:13:37+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანს ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები სურს, შეუძლია აშშ-ს დაურეკოს.

„თუ მათ სურთ საუბარი, შეუძლიათ ჩვენთან მოვიდნენ ან დაგვირეკონ. იცით, არსებობს ტელეფონი. მშვენიერი, უსაფრთხო ხაზები გვაქვს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, შეთანხმების მთავარი პირობაა, ირანმა უარი თქვას ბირთვულ იარაღზე.

„მათ იციან, რა უნდა იყოს შეთანხმებაში. ეს ძალიან მარტივია: არ შეუძლიათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ; წინააღმდეგ შემთხვევაში, შეხვედრის მიზეზი არ არსებობს“, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, შაბათს ტრამპმა თავისი წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ისლამაბადში ვიზიტი გააუქმა, სადაც აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შაბათ-კვირას პაკისტანსა და ომანში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალურ პირებს შეხვდა. დღეს დილით კი ის რუსეთში ჩავიდა.