საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომისთვის ემზადება, ხვალ 39 მღვდელმთავარი ფარული კენჭისყრით დააფიქსირებს საკუთარ შეხედულებას, რის შედეგადაც სამი საპატრიარქო კანდიდატის ვინაობა გასაჯაროვდება. კრების დაწყებამდე 39-ივე მღვდელმთავარი, ქირიტონიის მიხედვით, მივა ხმების დამთვლელი კომისიის თავჯდომარესთან, რომლისაგანაც საპატრიარქო გერბითა და საარჩევნო ბეჭდით დამოწმებულ ბიულეტენებს მიიღებენ. შემდგომ სათითაოდ ხმის მისაცემ კაბინაში სრულად დაწერენ შერჩეული კანდიდატის სახელსა და ტიტულს, ეპარქიის მითითებით; სურვილის შემთხვევაში მღვდელმთავარს შეუძლია ხმა საკუთარი თავსაც მისცეს. სასულიერო პირები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ გარე ჩარევას და მცდელობის შემთხვევაში არჩევნების პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებენ.