იგეგმება თუ არა პრემიერის ცვლილება - სამთავრობო ცვლილებები და პოლიტიკური შეფასებები - Palitra News

იგეგმება თუ არა პრემიერის ცვლილება - სამთავრობო ცვლილებები და პოლიტიკური შეფასებები

2026-04-27 12:16:29+04:00

შესაძლებელია თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის ნაცვლად უახლოეს მომავალში სხვა ფიგურა ვიხილოთ, ხომ არ იქნება მაკა ბოჭორიშვილი მომდევნო მინისტრი, რომელსაც სამთავრებო ცვლილებები შეეხება და ზოგადად რაზე მიუთითებს გადანაცვლელები ხელისუფლებაში? - ეს არის კითხვების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ბოლო სამთავრობო ცვლლებებმა გააჩინა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პრემიერის ცვლიებება არ იგეგმება, მამუკა მდინარაძის სუს-იდან აქამდე არარსებულ, სპეციალურად მისთვის შექმნილ პოსტზე დანიშვა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მინიჭება არა დაქვეითება, არამედ პირიქით დაწინაურებაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებაში" ახლა არასტაბილურობაა და ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ყველა გზით ცდილობს.